აქცია ერევანში

10.12.2020 00:34

ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მორიგი დემონსტრაცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლთან არიან შეკრებილი. მომიტინგეების ნაწილმა ტიგრან მეცის გამზირისკენ მიმავალი გზა გადაკეტა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა. ისინი ნიკოლ ფაშინიანისგან ყარაბაღის ტერიტორიის აზერბაიჯანისთვის ჩაბარებისთვის ახსნა-განმარტებებს ითხოვენ. სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები 10 ნოემბრიდან იმართება. მოქალაქეთა ნაწილი ფაშინიანის გადადგომას, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე აზერბაიჯანთან მოსკოვის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების გამო ითხოვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: