განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდა
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში, “თბილისი მოლში“ C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩატარდა. პროცესის მიმდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები სწრაფი მარტივი ტესტის საშუალებით სკრინინგს მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ და მიღებულ ინფორმაციას ახლად შემუშავებულ C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში ათავსებდნენ. #განიკურნე - ეს ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა, რომლის მიზანია, ერთად გამოვავლინოთ C ჰეპატიტი ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. C ჰეპატიტი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 2015 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით ქვეყანაში 150 000 (18 წელს ზემოთ) ადამიანია C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, მათმა უმრავლესობამ კი არ იცის რომ ვირუსი მატარებელია. სწორედ ამიტომ, დაავადების დროულად გამოსავლენად, აუცილებელია სკრინინგი. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი, რომლის ანალოგიც აქამდე არ განხორციელებულა. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც, ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყნის მოსახლეობას C ჰეპატიტის სამკურნალო, ძვირადღირებული მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემა. ეს არის უნიკალური შანსი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული, მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი, კურსი უკვე დაასრულა.
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკ...
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაად...
00:45
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგ...
01:13
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტ...
02:07
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდ...
05:18
მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა
01:37
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით დასაქმე...
02:58
ვიზიტი ახმეტაში
მსგავსი ვიდეოები
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდა
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდა
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
დავით სერგეენკო C ჰეპატიტის მართვის ცენტრში
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო
Borjomi - Live water, Live Legend / ბორჯომი - მაცოცხლებელი წ...
Borjomi Channel GEO
განიკურნე! შემოგვიერთდი ! მომავალი C ს გარეშე! …
CMoh GovGe
ეკომედიტაცია - განიკურნე სიყვარულით - გიდირებული მედიტაცია
Mind\u0026Heartfulness