სოფელ კუმისში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
02/05/2021
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში, რუსთავის და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ნინო ლაცაბიძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, რამაზ ბუდაღაშვილი, სოფელ კუმისში საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შენობის შიდა სივრცე და ექსტერიერი დაათვალიერეს და საგანმანათლებლო დაწესებულების მოწყობის მიზნით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრენენ.
3 023 325 ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2020 წელს, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, რეგიონში, 16 საჯარო სკოლის მშენებლობა განხორციელდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 66-ს და პროცესი კვლავ გრძელდება.
#ქვემოქართლი2021 #გარდაბანი2021 #საგანმანათლებლოინფრასტრუქტურა2021