სემეკ-ის სხდომა

01.08.2019 01:41

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის მიზნით, ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს. კომისიამ ახალი ტარიფები გეგმურად, 31 დეკემბრამდე უნდა დაადგინოს. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხზე კი, სემეკ-ის წევრები დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ. საუბარია „თბილისი ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“), „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“, ასევე მცირე ზომის კომპანიების მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენაზე. სემეკ-ი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტრანსპორტირების ტარიფსაც გადათვლის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: