ივერი მელაშვილის განცხადება და პროკურატურის გამოხმაურება

29.01.2021 09:20

ივერი მელაშვილის რეზონანსული განცხადება ბრალის აღიარებად შეაფასა მთავარმა პროკურატურამ. ბრალდების მხარე საქმის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად 1938 წლის 1:200 000-იან რუკას და მელაშვილის მიერ 1996 წელს შედგენილ პირველად რუკებს ასახელებს, სადაც დავით გარეჯის მთაზე არსებული ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზეა მოქცეული. პროკურატურას აინტერესებს, რატომ შეიცვალა 10 წლის შემდეგ კარტოგრაფმა პოზიცია. თუმცა 82 წლის წინანდელი რუქა, რასაც ბრალდების მხარე ეყრდნობა, ტექნიკური ხარვეზის მქონეა ივერი მელაშვილისთვის. ამ პოზიციას ბრალდება ამავე რუქაზე საერთაშორისო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას უპირისპირებს და იქვე ხაზს უსვამს, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებად სხვა რუკებიც აქვს. ხათუნა გაგნიძე არკვევდა, რით დასრულდა გახმაურებული საქმის გამოძიება და უნდა ველოდოთ თუ არა ბრალდებულთა წრის გაფართოებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო