აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცს გზავნის
ირანთან დაძაბულობის გაზრდის ფონზე, შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 ჯარისკაცს გზავნის. „სიენენის“ ინფორმაციით, დამატებითი შემადგენლობა 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სწრაფი რეაგირების ძალებიდან გამოიყოფა. ერაყის დედაქალაქში, ამერიკის საელჩოზე თავდასხმის შემდეგ, პენტაგონმა რეგიონში იმავე დანაყოფის 750 ჯარისკაცი უკვე გაგზავნა. ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანის ხელისუფლება საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება. თეირანის სავარაუდო ნაბიჯების განეიტრალების დავალება მიიღო კონტრდაზვერვის სამსახურმაც. ვითარების დაძაბვის ფონზე, ერაყში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამერიკელმა სამხედროებმა დაიკავეს. ირანელი გენერალი ერაყში, ამერიკის საჰაერო ოპერაციის დროს მოკლეს. ყასემ სოლეიმანი ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე და „ქუდსის ძალების“ ხელმძღვანელი იყო. როგორც სატელევიზიო მიმართვის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, თუ ამერიკელებს სადმე საფრთხე დაემუქრებათ, ვაშინგტონი საჭირო ქმედებისთვის მზად არის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირანი-აშშ - დაძაბულობა იმატებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 3 ნოემბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, პირველი ივნისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ირანის დაპირისპირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაიდენის ვიზიტის შესაძლო მიზნები ახლო აღმოსავლეთში
ამერიკის ხმა
დონალდ ტრამპი - ახლო აღმოსავლეთში ჯარის შეყვანა აშშ-ს ისტორი...
PalitraNews