#COVID19 ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში


დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 020 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 34 პაციენტი, მათ შორის 18 თბილისში,  აჭარაში - 8, იმერეთში - 6, ქვემო ქართლში ერთი და კახეთშიც ერთი ადამიანი. ამ დროისათვის სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 703-ია.

დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, თბილისში ვირუსი 1 354 ადამიანს დაუდასტურდა, აჭარაში – 410-ს, იმერეთში კი 398-ს. ახალი შემთხვევები გამოვლინდა ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, გურიაში, სამეგრელო -ზემო სვანეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ამ ეტაპზე ქვეყანაში 16 888 აქტიური შემთხვევაა, მათგან 5 592 პაციენტი საავადმყოფოში მკურნალობს. 735 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. საქართველოში ამ დროისთვის ინფიცირების სულ 79 678 შემთხვევაა გამოვლენილი, ბოლო 24 საათში განიკურნა 3 387 ადამიანი, შედეგად განკურნებულთა რაოდენობა 62 061-ია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან