სასამართლო პროცესი


კეკელიძის ქუჩაზე აქციის დროს დაკავებული სამი პირი, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ყველა მათგანი 2000-2000 ლარით დაჯარიმდა. სასამართლომ ასევე იმსჯელა ხუთი პირის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზეც. სხდომაზე მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოიკვლიეს, რის შემდეგაც სხდომები 9 თებერვლამდე გადაიდო.

შეგახსენებთ, 23 იანვარს თბილისში კეკელიძის ქუჩაზე მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები მარინა ხატიაშვილის ბინიდან გამოსახლებას აპროტესტებდნენ. გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 18, სისხლის სამართლის კოდექსით კი ორი პირი დააკავეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან