ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე


ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში რჩება.  დაკავებული საპატიმროში წითელი ჯვრის წარმომადგენლობამ უკვე მოინახულა. ქართველი მედიკოსის დაკავება მთავარი თემა იყო ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის, ვიქტორ დოლიძისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლების შეხვედრაზე.

რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა როგორც სამხედრო ექიმი, ამ ცნობას დაკავებულის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება, რასაც გატაცებული ექიმი არ აღიარებს. მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან