„ევროვიზია 2022“ - ჟიურის წევრის განმარტება


რა მოხდა ევროვიზიის კონკურსზე? - რამდენიმე ქვეყნის ჟიური აცხადებს, რომ კონკურსანტებისთვის მინიჭებული ქულები შეცდომით გამოაცხადეს. ქულების გამოცხადებისას ტექნიკური ხარვეზი რამდენიმე ქვეყანას შეექმნა, მათ შორის საქართველოს. პირდაპირი ჩართვები ვერ განხორციელდა გარკვეულ მომენტში, რის გამოც, ჟიურის ქულები ევროვიზიის თანაწამყვანმა გამოაცხადა. საქართველოს ქულების გამოცხადებისას კი ითქვა, რომ „საქართველოდან 12 ქულა დიდ ბრიტანეთს მიენიჭა“, რაც როგორც გაირკვა, სიმართლეს არ შეესაბამება. ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა.

„მოამბე“ ასევე ესაუბრა საქართველოდან ეროვნული ჟიურის წევრს, მიშა ჯავახიშვილს, რომელმაც განმარტა, როდის და რა ფორმით ხდება კონკურსანტების შეფასება და ქულების გადაგზავნა. ის ადასტურებს, რომ ჟიურიმ 12 ქულა უკრაინას მიანიჭა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან