„ევროვიზია 2022" - საქართველოს 12 ქულა უკრაინას
05/16/2022
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შესაფასებლად დამტკიცებული ეროვნული ჟიურის წარმომადგენლები საკუთარ შეფასებას აკეთებენ არა ფინალური შოუს მიმდინარეობისას, არამედ წინა დღეს, გენერალური რეპეტიციისას. იწერება ქულები, რომელიც შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათ შორის ნოტარიულად დამოწმების შემდეგ, იგზავნება კონკურსის ორგანიზატორებთან. ქულები ფინალის დღეს ხდება ცნობილი. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზედმიწევნით შეასრულა ყველა პირობა, გადააგზავნა ოფიციალური დოკუმენტი და ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან მიიღო თანხმობა იმის თაობაზე, რომ არანაირი ხარვეზი არ ყოფილა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. თუმცა ფინალურ შოუზე ქულების გამოცხადებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოსგან 12 ქულა გაერთიანებულ სამეფოს მიენიჭა. ევროვიზიის ქართულმა დელეგაციამ, რომელიც კონკურსს ესწრებოდა, გააპროტესტა შექმნილი ვითარება ევროვიზიის ორგანიზატორთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირთან (EBU). ამ დროისთვის EBU-ში მიმდინარეობს მოკვლევა და მაუწყებელი ელოდება შედეგებს.
ამასთანავე, მსგავსი პრობლემა შეექმნა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კიდევ რამდენიმე ქვეყანას, რაზეც ასევე მიმდინარეობს მოკვლევა ევროპის მაუწყებელთა კავშირში.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი განმარტავს, რომ ქართულ მხარეს არანაირი დაინტერესება არ ჰქონია, მანიპულირების გზით რაიმე გავლენა მოეხდინა კონკურსის შედეგებზე, ვინაიდან ფინალურ შოუში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი, სამწუხაროდ, ვერ გადავიდა. ეროვნული ჟიურისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, 12 ქულა მიეღო ღირსეულ კონკურსანტს, რომელიც ამ შემთხვევაში იყო უკრაინის წარმომადგენელი, რომელმაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირთან აქტიურ კომუნიკაციაში რჩება და იმედს იტოვებს, რომ მოკვლევის შედეგები მალევე გახდება ცნობილი, რის შესახებაც ვაცნობებთ საზოგადოებას.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.