საქართველოს მოქალაქეები სტიქიის ზონაში

07.02.2023 05:39

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას თურქეთში საქართველოს საელჩო. დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგანგებო შტაბის სხდომაც გაიმართა. საელჩოს ინფორმაციით, საკმაოდ ბევრია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ცხელ ხაზზე რეკავს და ოჯახის წევრებისა და ახლობლების ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა. საბედნიეროდ არ დაშავებულა თურქეთში მოთამაშე არცერთი ქართველი ფეხბურთელი, ასევე უსაფრთხოდ არიან იქ შეკრებაზე მყოფი ქართული კლუბების წევრები და მსაჯები. იქიდან გამომდინარე, რომ სტიქიის ზონაში გადაადგილება გართულებულია, საქართველოს საელჩო თურქეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებს, მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიაწოდონ.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ჩართვა თურქეთიდან -„მოამბე“ ბოლო ინფორმაციით სტიქიის ზონიდან
06:13

ჩართვა თურქეთიდან -„მოამბე“ ბოლო ინფორმაციით სტიქიის ზონიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საგანგებო რეჟიმში მუშაობს საქართველოს საელჩო თურქეთში
01:29

საგანგებო რეჟიმში მუშაობს საქართველოს საელჩო თურქეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში
04:44

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში
01:13

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება თურქეთში - გიორგი ჯანჯღავას განცხადება
01:10

ვითარება თურქეთში - გიორგი ჯანჯღავას განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება თურქეთში - ელჩის კომენტარი
01:53

ვითარება თურქეთში - ელჩის კომენტარი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში
03:49

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები რაჭაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სტიქია რაჭაში - საქართველო სამძიმრის წერილებს იღებს
06:37

სტიქია რაჭაში - საქართველო სამძიმრის წერილებს იღებს

TV IMEDI

ყველა ვიდეო