ვითარება თურქეთში - ელჩის კომენტარი
საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს თურქეთში საქართველოს საელჩო. საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, საელჩო მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზიც, სადაც ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მომართვაა შემოსული. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული, მათ შორის ერთი მოქალაქე უკვე გადმოასვენეს საქართველოში. ორ მოქალაქესთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაზიანთეპსა და ისქანედრუნში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანისა და მათი დახმარების ალტერნატიული გზების ძიებაზე. სტიქიის ზონაში, კვლავ შეფერხებულია თავისუფალი გადაადგილება, ხოლო ავტომაგისტრალებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რთული მეტეოროლოგიური პირობები, სიცივე და დიდთოვლობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება თურქეთში - გიორგი ჯანჯღავას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - თურქეთში საქართველოს ელჩი,...
TV IMEDI
პლანეტა შეძრწუნებულია უჩვეულო სტიქიური უბედურებებით: წყალდიდ...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
ინტერვიუ საქართველოში თურქეთის ელჩთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველი ექსპერტების ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში
culturegovge culturegovge
ქართველი ექსპერტების ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში - ოშკი
culturegovge culturegovge
ვითარება თურქეთში
TV IMEDI
ვითარება თურქეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster