სტოლტენბერგის განცხადება


საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს ახლო და უაღრესად ღირებული პარტნიორები, რომლებიც წევრობისკენ მიისწრაფვიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში 30 ნოემბრისთვის დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მინისტერიალზე ალიანსის წევრები საქართველოსა და უკრაინასთან რეგიონში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რიგაში მომავალი კვირის დასაწყისისთვის დაგეგმილ მინისტერიალზე, საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლებთან განხილული იქნება შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება და რეფორმების საკითხი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იმსჯელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში და უკრაინის გარშემო სამხედრო ძალის მობილიზების საკითხზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან