ხანძარი ყირიმის ხიდზე
ყირიმის ხიდზე ხანძარი იყო - რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ხანძარი სატვირთო ავტომობილის აფეთქებამ გამოიწვია. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქების შემდეგ ცეცხლი სარკინიგზო შემადგენლობაზე მიმაგრებულ საწვავის ავზებს გაუჩნდა. მომხდარის შედეგად ხიდის ნაწილი ჩამოინგრა, თუმცა გემების მიმოსვლისთვის განკუთვნილი ხაზი არ დაზიანებულა. რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის, ყირიმის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა სრულად ჩაკეტილია. პუტინმა ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიებისა და მიყენებული ზიანის აღმოფხვრის განკარგულება პირადად გასცა. რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ხიდი პუტინის დავალებით 2018 წელს გაიხსნა, ამ ხიდს რუსეთი უკრაინის სამხრეთში მყოფი საჯარისო ნაწილების მომარაგებისთვის იყენებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ყირიმის ხიდის აფეთქება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 291-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძარი
ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია
Trialeti TV
ხანძარი
info9 info99
ხანძარი
teona mjavanadze
ხანძარი
AIA-GESS ქიმიკოსები