ომი უკრაინაში - 291-ე დღე
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე დარტყმა განახორციელეს. როგორც ქალაქის მერი იუწყება, შედეგად მოკლულია 300-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე. თავის მხრივ რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქში დანიშნული ე.წ. გუბერნატორი ადასტურებს ქალაქზე დარტყმას, თუმცა ამტკიცებს, რომ შედეგად მხოლოდ ორი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. მისივე ინფორმაციით, დანგრეულია დასასვენებელი ბაზა და ადგილზე ახლა მაშველები მუშაობენ. ამასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე მობილიზებული რუსი სამხედროების ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა, რაზეც პასუხისმგებლობა უკრაინელმა პარტიზანებმა აიღეს. არიან დაღუპულები. სამხედრო მოქმედებები გრძელდება დონბასშიც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში რუსეთის არმიის 11 შეტევის მოგერიება შეძლეს და მოწინააღმდეგის 6 ობიექტზე დარტყმა მიიტანეს. რუსეთი კი უკრაინას დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქების მიმართულებით უტევს. რთული ვითარებაა შექმნილი ოდესის ოლქშიც, სადაც მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დენის მიწოდების აღდგენას შესაძლოა 2-3 თვე დასჭირდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მეცნიერ-თ...
Euronews Georgia
შს მინისტრი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
🔴 პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ალტ-ინფოს ეთერში (31.08.2023)
Alt-Info • ალტ-ინფო
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI