სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ


საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. სპეციალიზებულ პროკურორებს სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიებას გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ საბედაშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში ხაზი გაესვა სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მნიშვნელობას და ამ მიზნის მისაღწევად სპეციალიზებული კადრების მომზადებას.
როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურა უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს. მისივე თქმით, სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე პროკურორების სპეციალიზაცია უწყებას შესაძლებლობას მისცემს გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს დგას. „ჩვენი მიზანია აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროკურორო საქმიანობის ხარისხის და ეფექტიანობის ამაღლება და ვფიქრობთ, რომ სპეციალიზაცია ამისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ მიმართულებით, მუშაობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.
ვრცლად: https://pog.gov.ge/news/sqesobrivi-Ta...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან