გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმი სრულდება - ღონისძიებაში 67 ქვეყნის 1200-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. მათ შორის არის ქართული დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საერთაშორისო პლატფორმის მთავარი თემა წელს უკრაინისა და ევროპის სამეზობლოსთვის მხარდაჭერისა და მოქმედებების მობილიზებაა. ფორუმის ფარგლებში განიხილებოდა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების საკითხი. ასევე, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა იმისთვის, რომ ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლო რუსეთის პირისპირ არ დარჩეს. გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ გამართა ორმხრივი შეხვედრებიც. ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის სამეზობლოს შესახებ პანელურ დისკუსიაში. პრემიერმა იმ გამოწვევებსა და რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის გაატარა. მთავრობის მეთაურის თქმით, საშინაო დავალება შესრულებულია - დანარჩენი კი ევროკავშირის გადასაწყვეტია. ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტთან შეხვედრაზე მთავრობის ხელმძღვანელმა ისაუბრა ქართული მხარის მიერ შევსებულ კითხვარზე, განხორციელებულ რეფორმებზე და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინის ომი, რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მასპინძელი ქვეყანა სლოვაკეთი, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 3 ივნისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი სლოვაკეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი/“დღის არხი“/“რადიო იმედი,Radio...
რადიო იმედი