გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
უკრაინის მხარდაჭერა ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის მთავარი თემა იყო დღესაც, ღონისძიების დასკვნით, მესამე დღეს. ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე მონაწილეებმა უკრაინის აღსადგენად ახალი მარშალის გეგმა განიხილეს. დისკუსიაში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი, ასევე მსოფლიო ბანკისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი. როგორც ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პრეზიდენტმა, რობერტ ვასმა განაცხადა, უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამარჯვება, არამედ უკრაინის აღდგენა და რეკონსტრუქცია. ამასთან, მან ხაზი გაუსვა უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის აუცილებლობას. რობერტ ვასმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს სხვა პარტნიორებიც, მათ შორის ბალკანეთი, საქართველო და მოლდოვა, რომ თავიდან აიცილოს უკრაინის სცენარის განმეორება. სამდღიანი ფორუმის განმავლობაში 45 პანელური სესია გაიმართა. ღონისძიებაზე სულ 80-მდე ქვეყნის 1 500-ზე მეტი მონაწილე იყო წარმოდგენილი. ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 3 ივნისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი სლოვაკეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გლობალური უსაფრთხოების ფორუმი/“დღის არხი“/“რადიო იმედი,Radio...
რადიო იმედი