Uriah Heep თბილისში/კონცერტის DVD (TV IMEDI report)

03/10/2010
LocoProm-ის მიერ

http://facebook.com/LocoProm
მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი როკ-ჯგუფის, Uriah Heep-ის თბილისური კონცერტი შესაძლოა DVD-ზე გამოიცეს. ინფორმაციას ამის შესახებ საპრომოუტერო კომპანია \"ლოკომოტივ პრომოუშენი\" ავრცელებს, როგორც კომპანიის ხელმძღვანელები აცხადებენ, ჯგუფის მენეჯერმა თავად შესთავაზა მათ თბილუსური ვიზიტისა და კონცერტის ვიდეო-ვერსიის გადაღება. ვიდეო-მასალა ინგლისში გაიგზავნება, დამუშავდება სპეციალისტების მიერ და მსოფლიოს მასშტაბით გამოიცემა ოფიციალურ დისკზე, სახელწოდებით Live In Tbilsi. გეგმის რეალიზაციაში მოსაყვანად მთავარი ფინანსების მოძიებაღა რჩება. \"ლოკომოტივ პრომოუშენში\" აცხადებენ, რომ სპონსორის გამოჩენის შემთხვევაში DVD აუცილებლად გამოვა და სპონსორის ლოგოც დისკის ყდაზე განთავსდება.

Uriah Heep მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ როკ-ჯგუფად, პროგრესივ და მელოდიური ჰარდ-როკის პიონერად ითვლება. აღსანიშნავია რომ ამ კალიბრის როკ-ჯგუფი თბილისს ჯერ არ წვევია
Uriah Heep კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) 19 მარტს გაიმართება. ბილეთები ფილარმონიის სალაროში უკვე იყიდება და ფასი 50 ლარიდან იწყება.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კომპანიის ვებ-გვერდი http://www.LocoProm.ge

This is the TV Report of legendary british rock band Uriah Heep's concert in Tbilisi, Georgia.