თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილს უჩივის
თავდაცვის სამინისტროდან სასამართლოში გაგზავნილი სარჩელი მორიგი წინასაარჩევნო დაძაბულობის მიზეზი ხდება. ტელეკომპანია „ფორმულა“ მედიაზე შეტევად და ტელევიზიის დახურვის მცდელობად აცხადებს სარჩელს, რომელშიც თავდაცვის უწყება დავით კეზერაშვილისგან მისი მინისტრობის პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. საქმე ეხება 2008 წლის 10 იანვარს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომელზეც სამი კვირის წინ უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაუსწრებლად ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ 13 წლის წინ კეზერაშვილმა სამინისტროდან თითქმის ხუთი მილიონი ევრო ოფშორულ ზონაში მეგობრის კომპანიას გადაურიცხა, კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები კი, რაც წვრთნების ჩატარებას გულისხმობდა, საერთოდ არ შესრულებულა. თავდაცვის სამინისტრო ზარალის ასანაზღაურებლად „ფორმულას“ დაყადაღების მოთხოვნას კატაეგორიულად უარყოფს, თუმცა დღევანდელ სარჩელს სწორედ მის ტელევიზიასთან ბრძოლის და მოახლოებული არჩევნების კონტექსტში განიხილავს დავით კეზერაშვილი, რომელიც დღის ბოლოს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 30 სექტემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ
TV IMEDI
თავდაცვის სამინისტროს სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით კეზერაშვილის სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კეზერაშვილს ხუთი მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თავდაცვის სამინისტრო კეზერაშვილის წინააღმდეგ - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
7 ნოემბრის მოვლენების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster