ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი


ივლისში, საქართველოს ეკონომიკა 5.5 პროცენტით გაიზარდა - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ამასთან, საქსტატის ცნობით, პირველი შვიდი თვის მშპ-ს საშუალო მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა. რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა გადამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან