ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

28.09.2018 01:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის რვა თვეში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,8 პროცენტით განისაზღვრა. 2018 წლის აგვისტოში კი, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2% შეადგინა. ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციების, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით, აგვისტოში დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვის ზრდის მაჩვენებელი, წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა და 8,8% შეადგინა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: