ხაჭაპურის ფესტივალი

20.10.2019 01:05

ხაჭაპურის ფესტივალს უმასპინძლა რუხის სავაჭრო ცენტრმა. დეგუსტაციასთან ერთად, სტუმრები ხაჭაპურის ცხობის მასტერკლასს ადევნებდნენ თვალს. ფესტივალში 37 მსურველი მონაწილეობდა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან. მომზადდა იმერული, მეგრული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური და თუშური ხაჭაპურები. განსაკუთრებული იყო ოთხმეტრიანი ხაჭაპური შამფურზე. წარმოდგენილი იყო ელარჯი და გებჟალიაც. ფესტივალის ბოლოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება კონცერტმა დაასრულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: