მარშალის ახალი ევროპული გეგმა უკრაინისთვის


მთელი ევროპა უკრაინის მხარდასაჭერად.

ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი დახმარების ისტორიული გეგმის - მარშალის გეგმის თანამედროვე ანალოგს ქმნის, რათა ომის შედეგად დაზარალებული უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს.

რეაბილიტაციისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მომზადებული გეგმის საწყისი ეტაპი სოლიდარობის ფონდია, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციიდან და ბანკიდან გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მოხდება. როგორ უნდა აღდგეს განადგურებული ქალაქები და ინფრასტრუქტურა რაც შეიძლება სწრაფად და როგორ უნდა დაიძლიოს ეკონომიკური კრიზისი, ეს იყო მთავარი თემა პოლონეთში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად საქართველოს პრემიერიც მონაწილეობდა. ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გამართული კონფერენციის მონაწილეებს ვირტუალურად უკრაინის პრეზიდენტმაც მიმართა. 2022 წლამდე საქართველო უკრაინისთვის კიდევ 7 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს. ჰუმანიტარული მხარდაჭერა, უკრაინის სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების გასაგრძელებლად ფინანსური დახმარება და სწრაფი რეკონსტრუქცია უკრაინის დახმარების სამი მთავარი მიმართულება იქნება.   

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან