თათია ბუკია - მოკრივე
ზუგდიდელი მოკრივე თათია ბუკია 16 წლისაა, ის უკვე დარეგისტრირდა და პირველი დოზით „ფაიზერის“ ვაქცინით 9 სექტემბერს აიცრება. ახალგაზრდა სპორტსმენი მიიჩნევს, რომ იმუნიზაცია აუცილებელია და ვაქცინაციის აუცილებლობაში სხვებსაც არწმუნებს. ,,აცრა სავალდებულოა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღითიდღე იზრდება’’, - ამბობს თათია. თათია, ამჯერად ყოველდღე ორი საათი მწვრთნელთან, გაგა თოდუასთან ერთად ღია ცის ქვეშ ვარჯიშობს. ამბობს რომ, მალე მისი ტრენერიც აიცრება. ,,ჩემი მწვრთნლი აპირებდა ვაქცინის გაკეთებას, მაგრამ დაინფიცირდა, როგორც კი გავა რამდენიმე დღე ისიც აიცრება’’- გვითხრა თათიამ. გვიყვება, რომ პანდემიას თავისი დადებითი მხარეებიც აღმოაჩნდა, თუ მანამდე შეკრებებსა და შეჯირებებზე დადიოდა და ნაკლებ დროს ატარებდა სახლში, ახლა უფრო მეტ დროს დედასთან ატარებს. ,,ვვარჯიშობ და ვცდილობ, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე. თურქეთში დაგეგმილია ერთ-ერთი ტურნირი, რისთვისაც ვემზადები და სრული შემართებით ვარ. რაც პანდემია დაიწყო, მოგვენატრა ტურნირები, ვერავინ ვერ ჩამოდის, როდესაც სომხები, თურქები ჩამოდიოდნენ წელიწადში ხუთჯერ - ექვსჯერ, უკვე ვერც იქით მივდივართ, ვერც ისინი მოდიან აქეთ. შესაბამისი გამოცდილებაც დაგვაკლდა, რაც ტურნირებს და შეჯიბრებებს მოაქვს. პანდემიამდე შეკრებებზე დავდიოდი, გვქონდა ტურნირები, იშვიათად მიწევდა სახლში ყოფნა . ახლა უკვე პანდემიამ სახლში დედასთან ერთად უფრო დიდი დროის გატარების უფლება მომცა და ალბათ, დადებითი ეს არის’’. როგორც სპორტსმენებს დიდ ნაწილს, პანდემიამ მასაც ხელი შეუშალა, გადაედო შეჯიბრებები და ტურნირები, რამდენჯერმე სახლში მარტოს მოუწია ვარჯიში, რაც მის სპორტულ გამოცდილებაზეც აისახა. ამიტომაც მიიჩნევს, რომ არავინ უნდა გაუშვას ხელიდან შანსი და ყველა უნდა აიცრას, რადგანაც კარგად აქვს გააზრებული, რომ პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinat. .
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
თათია ბუკია - მოკრივე
Radio Atinati
გოგონები სპორტში
Radio Atinati
27-02-2022 (75კგ) თათია ბუკიამ მოიპოვა ქალთა შორის კრივში სა...
Sergo Davlianidze
11-07-2021კრივი(W75kg)ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის...
Sergo Davlianidze
თათია ბუკიას (70კგ)პირველი ორთაბრძოლა კრივში ევროპის U14 ჩე...
Sergo Davlianidze
09-08-2019 თათია ბუკიას (70კგ)მეორე, უკვე ნახევარფინალური ორ...
Sergo Davlianidze
TBILISI 11-07-2021 Boxing (W75kg) თათია ბუკიას ფინალური ორთა...
Sergo Davlianidze
გააცინე და მოიგე - გიორგი ბუკია
გააცინე და მოიგე