კონსტიტუციის იუბილეს საქართველოს აშშ-ის საელჩო ულოცავს
02/21/2021
ქვეყნის პირველი კონსტიტუციის იუბილეს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ულოცავს. “საქართველოს პირველი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საუკუნოვანი მტკიცე ძალისხმევისა დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში გაწევრიანებისკენ. თქვენ, მართლაც, უნდა იამაყოთ ამ კონსტიტუციით, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო იმ დროისთვის, როდესაც ის იქმნებოდა. საქართველოს პირველ კონსტიტუციაში გამოხატული ღირებულებები ისეთივე მნიშვნელოვანია 2021 წელს, როგორც - 1921 წელს და ამ ღირებულებებს აფასებს და იზიარებს ამერიკელი და ქართველი ხალხი. ახლა, ვიდრე ოდესმე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი გაერთიანდეს თქვენს პირველ კონსტიტუციაში განმტკიცებული მთავარი ღირებულებების ირგვლივ. მოქალაქეებმა, არჩეულმა მოხელეებმა და პარტიის ლიდერებმა ნებისმიერ მხარეს, უნდა გადადგან ნაბიჯები არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ზუსტად ისე, როგორც 1921 წელს, არსებობენ ისინი, ვისაც სურთ საქართველო ამ ძალისხმევის წინაშე დამარცხებული იხილონ, ვინც საქართველოს დემოკრატიის წარმატებას საფრთხედ აღიქვამს. დემოკრატიისთვის შრომა რთულია და ის არასოდეს მთავრდება, სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომასა და მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში ერთად წინსვლისთვის.” ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მილოცვის წერილში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.