პირველი კონსტიტუციის იუბილე - ევროკავშირის მილოცვა
საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა. „1921 წლის კონსტიტუცია იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელიც სათუთად ინახავდა საამაყო იურიდიულ ტრადიციას პროგრესული და თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ. უპირველეს ყოვლისა, იგი ქართველი ხალხის ძლიერ დემოკრატიულ მისწრაფებებს ასახავდა. საქართველოს პირველმა კონსტიტუციამ ქვეყანა ევროპულ ღირებულებათა ფართო ოჯახში მტკიცედ განათავსა, მან დანერგა არჩევნების პროპორციული სისტემის პირობებში საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომლითაც ქალები და მამაკაცები თანაბრად სარგებლობდნენ. ამ კონსტიტუციამ გააუქმა სიკვდილით დასჯა და ითვალისწინებდა პოლიტიკური თავშესაფრის უზრუნველყოფას და ეროვნული უმცირესობების დაცვას. როდესაც ამ დღეს საზეიმოდ ერთად აღვნიშნავთ, ვიხსენებთ ჩვენს ღრმა პარტნიორობას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სვლას ძლიერი დემოკრატიისკენ“. – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილე - საზეიმო ს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონსტიტუციის იუბილეს საქართველოს აშშ-ის საელჩო ულოცავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#კონსტიტუცია100 | ახალი საკოლექციო მონეტის პრეზენტაცია
National Bank of Georgia
#ახალიდღე კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა გ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
95 წელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 1️⃣0️⃣0️⃣ წელი...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება