რუსთავში აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ
პროტესტი რუსთავში და ულტიმატუმი იუსტიციის მინისტრს. უკვე მეოთხე დღეა, მოქალაქეთა ნაწილი ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები თეა წულუკიანს 24-საათიან ვადას აძლევენ და მშენებლობის შეჩერებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიან გამოსვლებს აანონსებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კარვებს გაშლიან, რასაც ცენტრალური ქუჩების პარალიზებაც მოჰყვება. რუსთავში სიტუაცია დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები სამშენებლო ტერიტორიაზე შევიდნენ და კომპანიის მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით კი შეკრებილებმა ცენტრალურ გზაზე გადაინაცვლეს და ქუჩის გადაკეტვა არა ერთხელ სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სიტუაცია შეკრებილებსა და პოლიციას შორისაც დაიძაბა. „არა ციხეს“, – ამ ლოზუნგით უკვე მეოთხე დღეა, რუსთავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თეა წულუკიანი რუსთავში მიმდინარე აქციას ეხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„არა ციხეს“- პროტესტი რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია საწვავის ფასის ზრდის გამო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„გავიგუდე“ - აქცია-პერფორმანსი რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მელიას მხარდამჭერი მსვლელობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქცია რუსთავში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster