ღია ბიუჯეტის ინდექსი


ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის კვლავ პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული, სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ. სამინისტროს ინფორმაციით, ღია ბიუჯეტის ინდექსი ასევე აფასებს ბიუჯეტის ზედამხედველობას და მოქალაქეთა ჩართულობას, სადაც რეიტინგში საქართველო 125 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა. კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

შედეგებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე: „თუ საქართველოს მთავრობა მართლაც „რუსი“, „კორუმპირებული“ და „უუნაროა“, ჩვენი ბიუჯეტი როგორ ხდება ყველაზე გამჭვირვალე მსოფლიოს მასშტაბით? ეს ის საკითხია, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი ოპონენტები შინ და გარეთ ცხოვრობენ მათივე შექმნილ სამყაროში, სადაც ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს და მხოლოდ ურთიერთგაზიარებული სიცრუე წარმოადგენს „რეალობას“. \" - წერს შალვა პაპუაშვილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან