42° პარალელი - ისტორიული თეორიიდან გენოციდამდე


წელს 25 წელი გავიდა რუანდას გენოციდიდან, რომელიც 1994 წელს აპრილიდან ივლისამდე მიმდინარეობდა. 100 დღის განმავლობაში მოკლეს ერთი მილიონი ადამიანი. ყოველ წუთს კლავდნენ ხუთ ადამიანს. რევაზ ქოიავა გიამბობთ ქამიტურ მითზე, რომელიც კოლონიზატორებმა ტუტსის და ხუტუს ტომების გაყოფისთვის გამოიყენეს ეპოქაში, როდესაც რასიზმი ნორმატიულ მოვლენად ითვლებოდა. დეკოლონიზაციის პერიოდში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა როგორც რუანდაში, ასევე ბურუნდიში არ უარყვეს აღნიშნული მითი, მიიღეს იგი კრიტიკის გარეშე და გამოიყენეს დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშენებლობაში. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არავის აწუხებდა ამ მითის ანტიმეცნიერულობა. სწორედ ქამიტური მითი გახდა კაცობრიობის ისტორიაში „ყველაზე კონცენტრირებული“ გენოციდის იდეური საყრდენი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / l  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / @-42-12  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი - 42-ე პარალელი"-ისგან