42° პარალელი - ევროპარლამენტის არჩევნები 2019 / ისტორიული თეორიიდან გენოციდამდე
ევროპარლამენტის არჩევნები 2019 - უკანასკნელ წლებში ბებერ კონტინენტზე პოლიტიკურმა ტემპერატურამ თვალშისაცემად აიწია. პოლიტიკურ ასპარეზზე გაჩნდნენ ძალები, რომლებიც ევროპას უახლესი ისტორიაში არ ახსოვს. როგორც ტრადიციული, ასევე ახალი პოლიტიკური მოძრაობებისთვის მაისის ევროპარლამენტის არჩევნები იქცა ტესტად მათი ლეგიტიმაციის გასაზომად. რა პოლიტიკური კონტურები გამოკვეთა 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებმა და როგორი იქნება ევროპული პოლიტიკა მომდევნო 5 წლის განმავლობაში? შოთა თხელიძის სიუჟეტი. ევროპარლამენტის არჩევნები - ინტერვიუ ბაქარ ბერეკაშვილთან - ევროპარლამენტის არჩევნების პოლიტიკური რაობა: დაპირისპირება ტრადიციულ ლიბერალურ ელიტებსა და ანტილიბერალურ ძალებს შორის. ისტორიული თეორიიდან გენოციდამდე - წელს 25 წელი გავიდა რუანდას გენოციდიდან, რომელიც 1994 წელს აპრილიდან ივლისამდე მიმდინარეობდა. 100 დღის განმავლობაში მოკლეს ერთი მილიონი ადამიანი. ყოველ წუთს კლავდნენ ხუთ ადამიანს. რევაზ ქოიავა გიამბობთ ქამიტურ მითზე, რომელიც კოლონიზატორებმა ტუტსის და ხუტუს ტომების გაყოფისთვის გამოიყენეს ეპოქაში, როდესაც რასიზმი ნორმატიულ მოვლენად ითვლებოდა. დეკოლონიზაციის პერიოდში ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობებმა როგორც რუანდაში, ასევე ბურუნდიში არ უარყვეს აღნიშნული მითი, მიიღეს იგი კრიტიკის გარეშე და გამოიყენეს დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშენებლობაში. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არავის აწუხებდა ამ მითის ანტიმეცნიერულობა. სწორედ ქამიტური მითი გახდა კაცობრიობის ისტორიაში „ყველაზე კონცენტრირებული“ გენოციდის იდეური საყრდენი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/42-paraleli/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/paraleli42/l გამოიწერეთ ჩვენი არხი - / @-42-12 ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი - 42-ე პარალელი-ის სხვა ვიდეოები
42° პარალელი - დაძაბულობა აშშ-ს და ირანს შორის
42°პარალელი - უსაფრთხოების კრიზისი უკრაინაში
42° პარალელი - რა არის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციი...
42° პარალელი - „თუკიდიდეს მახე“ და ამერიკა-ჩინეთის...
42° პარალელი - 5G-ის ეპოქა: „ჰუავეი“ და ჩინეთის ტე...
42° პარალელი - ბაქარ ბერეკაშვილის რუბრიკა დისკურსი...
42 პარალელი - 42° პარალელი - კორონავირუსის ტესტი...
42° პარალელი - მეორე მსოფლიო ომის პოლიტიკური ეკონო...
მსგავსი ვიდეოები
42° პარალელი - ევროპარლამენტის არჩევნები 2019
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - ევროპარლამენტის არჩევნები - ინტერვიუ ბაქარ ბე...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - სახალხო პროტესტი სახალხო რესპუბლიკაში / ევროპ...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - თანამედროვე პოლიტიკა და ევროპარლამენტის არჩევ...
პირველი არხი - 42-ე პარალელი
42° პარალელი - ევროპარლამენტი არჩევნები - გერმანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - ევროპარლამენტის არჩევნების პოლონური პერსპექტი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - მაისის ევროპარლამენტის არჩევნების იტალიური პე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42° პარალელი - მაისის ევროპარლამენტის არჩევნების ფრანგული პე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster