80 000 კვ.მ. საციგურაო მოედანი საყრდენი სვეტის გარეშე - ზამთრის ოლიმპიადა 【პეკინი 2022】
#პეკინი2022 #ზამთრისოლიმპიადა ეს საციგურაო მოედანი სპეციალურად 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა. 80 000 კვ.მ.-ია და შუაში არ აქვს საყრდენი სვეტი (!) მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დასრულდა, სულ სამი წელი დასჭირდა. მოგეხსენებათ, რამხელა ხარჯებთანაა დაკავშირებული ასეთი მასშტაბის მშენებლობები. როგორც წესი, ოლიმპიური ნაგებობები ოლიმპიადის შემდეგ ცარიელია და რესურსები უბრალოდ იკარგება ხოლმე. ხარჯებისა და გარემოზე ზემოქმედების მაქსიმალურად შესამცირებლად, ასევე ამ ადგილისთვის მეტი ფუნქციის მისანიჭებლად (რათა მომავალში ხშირად გამოიყენონ), გადაწყვიტეს ასეთი დიზაინისა და კონსტრუქციის შექმნა. ვინაიდან დარბაზს შუაში არ აქვს საყრდენი სვეტი, ეს საშუალებას იძლევა, რომ მოედანი გამოყენებული იყოს არა მხოლოდ ჩქაროსნული ციგურაობისთვის, არამედ ფიგურული სრიალისა და ქერლინგისთვისაც. 2022 წლის თებერვალში ოლიმპიადის ფარგლებში აქ სულ 14 შეჯიბრი ჩატარდება. მათ შორის: კაცთა შორის 500მ., 1000მ., 1500მ., 5000მ., 10000მ. და ქალთა შორის 500მ., 1000მ., 1500მ., 3000მ., 5000მ. ჩქაროსნული ციგურაობა. გამომყევით ფეისბუკზე: https://www.facebook.com/profile.php?...
Georgian Girl in China - ქართველი გოგო ჩინეთში-ის სხვა ვიდეოები
რამდენ ენაზე შეგიძლიათ "გამარჯობის" თქმა? - ქუჩის...
რამდენი ქვეყნის გამოცნობას შეძლებთ? ქუჩის ინტერვიუ
04:52
რას ჭამენ ჩინელები? 【ჩინური სუპერმარკეტი】
05:34
პეკინის კინოფესტივალი
03:58
როგორ მუშაობენ რობოტები სასტუმროში?
06:49
აზიის ყველაზე დიდი შშმ პირთა სპორტის ადმინისტრაცია...
04:22
როგორ აფასებენ ლაშა ტალახაძეს ჩინელი სპორტსმენები?...
მსგავსი ვიდეოები
იყიდება მუხიანში გობრონიძის ქუჩაზე 4 ოთახი 93 კვ/მ.ფასი 65 0...
3dhome.ge
ზღვა ხალხს ეკუთვნის" – საპროტესტო აქცია განმუხურში
Radio Atinati
იყიდება თევდორე მღვდლის ქუჩაზე 2-ოთახიანი 61 კვ/მ ბინა: ფასი...
3dhome.ge
21 გამოგონება რომლებმაც შეცვალა მსოფლიო ( 21 The invention t...
დათო დუმბაძე
80 000 ბიტი წყალქვეშ
INBOXvizia
რეგიონებში 80 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟიულ ვერნი - "80 000 კილომეტრი წყალქვეშ" - აუდიო წიგნი
AI ბიბლიოთეკა
ერთ სერვერზე 80 000 გეიმერი. რეკორდი!!! | გიჟური ისტორიები...
ჩვენ ვიცით / We Know