21 გამოგონება რომლებმაც შეცვალა მსოფლიო ( 21 The invention that changed the world )
03/10/2018
დათო დუმბაძე-ის
მიერ
ამ მოწყობილობებმა სამუდამოდ შეცვალა ადამიანების ცხოვრება.
საინჟინრო გამოგონების ისტორია გვეხმარება უკეთესად შევიცნოთ სამყარო. ზოგიერთი მანქანა უნიკალურია არა მხოლოდ დიდი ზომის, არამედ იმ წვლილის გამო, რომელიც შეიტანეს თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებაში. ჩვენ გთავაზობთ 21 ყველაზე გრანდიოზულ გამოგონებას, რომელიც ადამიანმა შექმნა თავისი ისტორიის მანძილზე.
1. მოდელი T, 1908
„T მოდელის“ სახელით ცნობილი ეს ავტომობილი ჰენრი ფორდმა შექმნა. იგი არ იყო ფორდის პირველი მანქანა, მაგრამ სწორედ ეს მოდელი გახდა ამერიკელების საყვარელი ავტომობილი. 1915 წლიდან პრაქტიკულად ყველა ამერიკელს შეეძლო შეეძინა\"Tin Lizzie\" , პირველი ქარხნული მსუბუქი ავტომობილი.
1923 წლისთვის ამერიკულ გზებზე ნახევარზე მეტი იყო T მოდელი. ავტომობილი აღჭურვილია 4 ცილინდრიანი ძრავით და აქვს 20 ცხენის ძალა. დღესდღეობით იგი ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან მანქანად საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში.
2. რაკეტა Fau-2, 1942
გერმანელმა სარაკეტო ინჟინერმა, ნიჭიერმა ფიზიკოსმა შექმნა „შურისძიების იარაღი 2 “ , რომელიც მსოფლიოში იყო პირველი ბალისტიკური რაკეტა. ეს იარაღი ომში საკმაოდ ლეტალური გამოდგ. 1944 წელს ლონდონში სარაკეტო დარტყმებმა 3,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქ არ არის გათვალისწინებული, რომ რაკეტის შექმნისას საკონცენტრაციო ბანაკის 10,000-დან 20,000-მდე ტუსაღი შეიწირა, რომლებმაც „Fau-2 „ ააგეს.
ომის დასრულების შემდეგ ბრაუნი ამერიკელებს ჩაბარდა. მომდევნო სამი ათწლეულის მანძილზე მეცნიერი აქტიურად მუშაობდა ამერიკის მთავრობისთვის. ფიზიკა V-2 გახდა NASA-ს ტექნოლოგიის განუყოფელი ნაწილი, კერძოდ, მოდელმა\" Fau - 2\" საფუძველი ჩაუყარა ამერიკული SATURN-V-ის რაკეტის შექმნას.
3. ENIAC, 1946
დღესდღეობით სმარტფონი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომპიუტერი, რომელიც ჯიბეში ეტევა. პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერი კი დიდი დარბაზის ზომის იყო.
იგი აგებული იყო რიცხობრივი მაგალითების ამოსახსნელად. ENIAC იწონიდა 80 ტონას და 2,400 კვ.მეტრს იკავებდა. ამ ციფრულმა ინტეგრატორმა ბიძგი მისცა მთელი თანამედროვე კომპიუტერული ცივილიზაციის განვითარებას.
გარდა ამისა, ENIAC ითვლება პირველ ციფრულ მონაცემთა ბაზად, რომელმაც შეცვალა ქაღალდის არქივი.
4. დიდი ადრონული კოლაიდერი, 2008
2008 წლის 10 სექტემბერს ამუშავდა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ჯერჯერობით ამ ტიპის ერთადერთი მანქანა - ადრონული კოლაიდერი, რომელიც არის 27 კილომეტრიანი გარშემოწერილობის, დამზადებული სუპერგამტარი მაგნიტისგან, რომლის შიგნით სუბატომური ნაწილაკები სინათლის სიჩქარით მოძრაობენ.
მუშაობის პროცესში კოლაიდერმა ფიზიკოსები მიაახლოვა ისეთი საკითხების ამოხსნასთან, როგორიცაა შავი ხვრელების შექმნა და განვითარება და სხვადასხვა დროითი და სივრცითი განზომილების შექმნის შესაძლებლობა.
დიდი ადრონული კოლაიდერი დამონტაჟებულია შვეიცარიაში, რომელიც ჯერ კიდევ იკვლევს ჩვენი სამყაროს საიდუმლოების გამოვლენას, მაგრამ ამ მანქანამ უკვე უარყო მითი სამყაროს დასასრულის შესახებ, რომელიც თითქოსდა დაიწყებოდა მისი ამუშავების შემდეგ.
2012 წელს, აღმოაჩინეს ე.წ. „ღმერთის ნაწილაკი\". მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია - წინ ასობით აღმოჩენა გველოდება, რომელიც მოახდენს ფიზიკის კანონებზე დღევანდელი შეხედულების შეცვლას .
5. DC-3, 1935
თვითმფრინავი DC-3 , რომელიც 1935 წელს შეიქმნა “Douglas Aircraft Company”- ის მიერ. იგი იყო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საჰაერო სატრანსპორტო საშუალება და საავიაციო ინდუსტრია სამხედრო სეგმენტიდან გადააქცია მომგებიან კერძო ბიზნესად.
ამ მოდელის საფუძველზე შეიქმნა Skytrain C-47. გარდა ამისა, მოდელი კვლავ რჩებოდა სამხედრო სატრანსპორტო საშუალებად ვიეტნამში ომის დასრულებამდე (1975).
უმეტესობა DC-3 მოდელი ამჟამად მუზეუმებშია განთავსებული.
6. ჰაბლის ტელესკოპი, 1990
სამხრეთ კალიფორნიის მთებში მე -20 საუკუნის პირველ ნახევარში ასტრონომმა ედვინ ჰაბლმა გააკეთა აღმოჩენა, რომელმაც სამეცნიერო სამყარო შეძრა. აღმოჩენის არსი ის არის, რომ სამყარო მუდმივად ფართოვდება. სამოცი წლის შემდეგ, ყველაზე ძლიერ ტელესკოპს დაერქვა მეცნიერის სახელი.
საინჟინრო შედევრის სიგრძე შეესაბამება ავტობუსის სიგრძეს. ჰაბლის ტელესკოპი რთული კონსტრუქციისაა, სარკეებით, ამრეკლავებით და გადამცემი კამერებით. 1990 წლიდან , მოწყობილობა განაგრძობს ბრუნვას დედამიწის გარშემო 8 კმ. სიჩქარით წამში, ყოველ წუთს, იგი ახორციელებს კოსმოსის შეუსწავლელი ნაწილის გამოსახულების გადაცემას .
NASA ამტკიცებს, რომ ჰაბლი არის ასტრონომიის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა გალილეოს ტელესკოპის შექმნის შემდეგ. ჰაბლის ტელესკოპის წყალობით, დადგინდა, რომ ჩვენი სამყარო არა მხოლოდ ფართოვდება, არამედ მუდმივად ჩქარდება.
next --- http://autohub.blog/