ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილე ზუგდიდში


ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა ღონისძიება ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში. კონსტანტინე გამსახურდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე - „პრეზიდენტ გამსახურდიას მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში“.

ღონისძიება დამოუკიდებელი ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა და ლექცია შეეხებოდა ისტორიულ პროცესს, რომელიც ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას უძღოდა წინ. ეს იყო უფლებადამცველური მოძრაობა საქართველოში, რომელიც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას სახელს უკავშირდებოდა.

ღონისძიებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადვოკატები ესწრებოდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან