https://mtisambebi.ge/ - „ჩვენ ისეთ მაღალმთიან ადგილას ვცხოვრობთ, მარტო საქონელი ან კარტოფილი. სხვა გზა აქ არ არის. კარტოფილი 11 ჰექტარზე მქონდა დათესილი, კარგი მოსავალიც მივიღე, მაგრამ ვერ ვყიდი. მთავარი მიზეზი ის არის, რომ რუსეთიდან დიდი რაოდენობით შემოდის“, - ჰარუთ გომციან, ჯავახეთი, სოფელი მამწვარა.
2023 წლის იანვარ-ნოემბერში, 2021 და 2022 წლებთან შედარებით, იმპორტირებული კარტოფილის რაოდენობა გაორმაგდა და სულ საქართველოში 21254 ტონა კარტოფილი შემოვიდა. ყველაზე მეტი - 8395 ტონა კარტოფილი რუსეთიდან შემოიტანეს. რუსეთს ბელარუსი მოჰყვება (7535 ტონა), შემდეგ ეგვიპტე (1606 ტონა). თურქეთი იმპორტირებული კარტოფილის რაოდენობით (365 ტ) ჩამორჩება სირიას (664 ტ), ნიდერლანდებსა (496 ტ) და პაკისტანს (458 ტ).