რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს რეგიონებში


საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 20 ათასამდე ახალი შემთხვევიდან, თითქმის ნახევარი თბილისში დაფიქსირდა. რეგიონებში კი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 10 475-ით გაიზარდა. თბილისის შემდეგ, რეგიონების მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობა იმერეთშია, სადაც ბოლო დღე-ღამეში 2 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რთული ეპიდვითარების კუთხით, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 327 ინფიცირებულით, შემდეგი - შიდა ქართლი, სადაც 1 184 შემთხვევა დაფიქსირდა და კახეთი - 1 110 ინფიცირებულით. სხვა რეგიონებში 1000-ზე ნაკლები შემთხვევაა. ყველაზე ნაკლები ინფიცირებული კი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშია, სადაც ბოლო დღე-ღამეში 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 224 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა, საიდანაც საავადმყოფოებში 6 098 მოქალაქე მკურნალობ. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი მონაცემებით, ჰოსპიტალიზაცია ინფიცირებულთა 3 %-ზე ნაკლებ მოქალაქეს დასჭირდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან