"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ზუგდიდში

05.10.2016 01:21

ზუგდიდში, მე-2 საჯარო სკოლის წინ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ამომრჩევლებს შეხვდნენ და მათ სიტყვით მიმართეს. ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. მისი განცხადებით, აუცილებელია კენჭისყრაში მონაწილეობა, რათა არჩევნები არ გაყალბდეს. „მოვუწოდებ ხელისუფლებას მშვიდი და გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებისკენ“, - განაცხადა თარხან-მოურავმა. მან კომენტარი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებითაც გააკეთა. „მე არ მგონია, რომ ის ხელისუფლებამ ააფეთქა, ეს არავის არ სჭირდება“. - დასძინა „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: