აქციისკობა ნაყოფია: ჩვენ ვიმარჯვებთ ზუგდიდში არჩევნებს

05/15/2019
Radio Atinati-ის მიერ

#67-ე ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ მიმდინარე ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელების მთავრი მოთხოვნა იყო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომა. შეკრებილებს სიტყვით პარტიის ლიდერებმა მიმართეს, მათ შორის, კობა ნაყოფიამ. მან თქვა, რომ ზუგდიდელების ხმებს არავის მოაპარინებენ და არჩევნებში ოპოზიცია იგებს.

„გაერთიანებული ოპოზიციის სახელით გეუბნებით, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევანში. ეს ქალბატონი - მირანდა მესხი, მისი უფროსი თამარ ჟავანია და კიდევ უფრო დიდი უფროსი ივანიშვილი ზუგდიდელებს არჩევნებს ვერ მოიპარავს. გუშინ ამათ უნდოდათ გაეყოლებინათ არჩევნები და წინასწარ დაეწერათ შედეგები, თუმცა არ გაუვიდათ მეგობრებო“, - მიმართა მხარდამჭერებს ნაყოფიამ.

გაერთიანებული ოპოზიცია აქციების გამართვას მანამდე გეგმავს სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

„ვაპირებთ აქციების გაგრძელებას მანამ სანამ ესენი არ აიღებენ ხელს ადამიანების დაშინებაზე, ტერორზე და ხმების გაყალბებაზე. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, 5000 დამკვირვებელი ჩამოგვყავს. ჩვენ უამრავი ტექნოლოგიური მექანიზმი შევქმენით, რაც ჯერ კიდევ არ იცის „ქართულმა ოცნებამ“ . ყველა უბნიდან, ყველა ინფორმაცია გვექნება, უმოკლეს დროში. ეს ხელისუფლება მიდის ხალხნო. მათ ვურჩევ, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად ჩგვაბარონ “- აღნიშნა ნაყოფიამ.

გაერთიანებული ოპოზიცია საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადადგომას, მის მიერ სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უბნებზე აჩევნებიდან ხუთი დღით ადრე დარიგების გამო მოითხოვს, რასაც არჩევნების გაყალბების მცდელობად აფასებს. რაც შეეხება მირანდა მესხს, ის აცხადებს, რომ ზუგდიდში 107 უბანია და სიები ეტაპობრივად გაიცემა, რადგან მათი დარიგება ვერ ესწრება. საბოლოოდ, ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე, ამომრჩეველთა სიები 41 სოფლიდან დააბრუნეს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან