ზაქარია როჭიკაშვილის სიტყვა ქეთი სესიაშვილის ფილმზე "ჩემი საქართველოს ჩემი პრეზიდენტი". PKTV, 2019

01.04.2019 05:06

● გვესტუმრეთ: http://pktv.ge
საზოგადოებრივი მოძრაობა " საქართველოს შვილების" ლიდერ ზაქარია როჭიკაშვილის სიტყვა (ამონარიდი რეპორტაჟიდან) ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის დოკუმენტურ ფილმზე "ჩემი საქართველოს ჩემი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია!", იგივე - "სამშობლოს შეწირული პრეზიდენტის საიუბილეო საჩუქარი ქართველ ერს!". PKTV, 2019
საქართველოს საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის 28-ე წლისა და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი 2019 წლის 29 მარტს, ქალაქ ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა საღამო, რომლის ინიციატორებიც საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის სარდლობა გახლდათ. ქალაქ ზუგდიდში გამართულ ამ საღამოზე, ნაჩვენები იყო ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის დოკუმენტური ფილმი პრეზიდენტ გამსახურდიაზე, სახელწოდებით: "ჩემი საქართველოს ჩემი პრეზიდენტი !" ასევე მეორე ძირითადი სათაურით: "სამშობლოს შეწირული პრეზიდენტის საიუბილეო საჩუქარი ქართველ ერს (მეორე სათაურის ავტორი დავით ქობალიაა)! "ფილმის პრემიერაც 29 მარტის ამ საღამოზე შედგა.
ასევე ამ ფილმის პრემიერა ექსკლუზიური უფლებით შედგა ტელეკომპანია PKTV-ს ეთერში.
ჟურნალისტ დავით ქობალიას (კრწანისის რ-ნის პრეფექტი) შეფასების, ეს ერთადერთი ქართულ-ეროვნული ტელეკომპანია PKTV-ს მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმია, რომელიც მაყურებელმა აუცილებლად უნდა ნახოს.
ფილმის "ჩემი საქართველოს ჩემი პრეზიდენტი !", რომელიც უნდა მიიღოთ, როგორც:
"სამშობლოს შეწირული პრეზიდენტის საიუბილეო საჩუქარი ქართველ ერს!", სცენარის ავტორი, რეჟისორი და მემონტაჟე გახლავთ ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი.
პროდუსერი ზაქარია როჭიკაშვილი.

29 მარტის სრულ რეპორტაჟს ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან ტელეკომპანია PKTV უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ. დღეს კი ნახეთ ამონარიდები ამ საღამოდან.
საღამოს წამყვანი: ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი მამუკა ხუბუა.
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ზუგდიდის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "მახარია".
რეპორტაჟი გადაიღო კონსტანტინე ფორჩხიძემ.


● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/

● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

გაზიარება:
BacklinkLog