ბაჩალიაშვილის საქმე - ტექნიკური ექსპერტიზა


დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური ექსპერტიზა. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ წინასწარი დათვალიერებით, სავარაუდოდ ბუქსირი გამოყენებული არ არის. მისი განმარტებით, ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ მეხსიერების ბარათს ავტომობილში იპოვიდნენ, თუმცა სად დაიკარგა ბაჩალიაშვილის კუთვნილი ბარათი კვლავ უცნობია. განმარტებები გააკეთა საქმის პროკურორმა, რომელიც აცხადებს რომ ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - ეკუთვნის თუ არა ბაჩალიაშვილის ავტომობილს მეორე ნაკვალევი, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს. პროკურატურაში მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში საქმის მასალები სახალხო დამცველს სრულად გააცნონ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან