32 წელი წაბლანას ტრაგედიიდან

04/20/2021

© https://mtisambebi.ge/​​​​​​​​ - მამა, ძმები, რძლები, ძმისშვილები, ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილები - ნაზი შაინიძემ წაბლანას ტრაგედიის შედეგად 14 ნათესავი დაკარგა. „ყველაზე მძიმედ ფეხმძიმე რძალი მახსენდება, ბავშვს ელოდებოდა, მეცხრე თვეში იყო. დიდხნიანი ძებნის შემდეგ ბავშვი ცალკე ვიპოვეთ და ჩემი ძმის ცოლი რამდენიმე დღის შემდეგ ცალკე. ყოველდღე მიწაში, ჭაობში ვეძებდით დაღუპულებს, ღმერთს ვპირდებოდით, ოღონდ ცხედრები გვენახა და არ ვიტირებდით“. 3 ადამიანის ცხედარი ვერ იპოვეს. „ავტობუსები მოიყვანეს და მთელი სოფელი დაიცალა. ჩვენ აქ დავრჩით, ხალხი არ იყო, რომ საფლავები გაეთხარათ. ჩემი ხელებით გავთხარე მამაჩემის საფლავი“. ხულოს რაიონის სოფელ წაბლანას ტრაგედიიდან დღეს 32 წელი გავიდა.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან