პლაზმური მემბრანა, ფოსფოლიპიდი, ენდოციტოზი, ეგზოციტოზი

07/04/2015
ბიოლოგია-ის მიერ

► ამ ვიდეოში მოკლედ გადმოცემულია მემბრანის, ფოსფოლიპიდის, ენდოციტოზისა და ეგზოციტოზის არსი.

0:18 - მემბრანა
1:15 - ფოსფოლიპიდი.
1:36 - მემბრანაზე არსებული ცილოვანი არხები.
1:55 - ერთმემბრანიანი, ორმემბრანიანი და უმემბრანო ორგანელები.
2:17 - ენდოციტოზი.
2:35 - ეგზოციტოზი

- პლაზმური მემბრანა არის თხელი გარსი, რომელიც შემოსაზღვრავს არა მარტო მთელ უჯრედს, არამედ უჯრედის შიგნით არსებულ მთელ რიგ ორგანელებს.
- მემბრანა აგებულია მოლეკულისაგან, რომელსაც ეწოდება ფოსფოლიპიდი. ფოსფოლიპიდი შედგება ორი ნაწილისაგან თავისაგან და კუდისაგან. თავი შეიცავს ფოსფორის მოლეკულას, ხოლო კუდი - ლიპიდის, ანუ ცხიმის მოლეკულას. სწორედ აქედან მომდინარეობს ამ მოლეკულის სახელწოდებაც (\"ფოსფო'ლიპიდი\").
- არსებობს ერთმემბრანიანი, ორმემბრანიანი და უმემბრანო ორგანელები. ერთმემბრანიან ორგანელებს მიეკუთვნება ლიზოსომა ვაკუოლი, გოლჯის აპარატი, და ენდოპლაზმური ბადე. ორმემბრანიან ორგანელებს მიეკუთვნება მიტოქონდრია, პლასტიდი, ასევე უჯრედის ბირთვი. უმემბრანო ორგანელებს მიეკუთვნება რიბოსომა.

► ვიდეოების ნაკრები \"ბიოლოგია გამოცდებისთვის\" იქმნება იმ მიზნით, რომ დაეხმაროს მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში.

► ამ ვიდეოს გრძელი ვერსია - https://goo.gl/SuJ5cP

► გამოიწერეთ არხი (Subscribe) - http://goo.gl/q5TxUm

► ნახეთ სხვა ვიდეოები სერიიდან \"ბიოლოგია გამოცდებისთვის\" - https://goo.gl/InTy6t

☆ დიფუზია, ოსმოსი, ფაგოციტოზი, პინოციტოზი -    • დიფუზია, ოსმოსი, ფაგოციტოზი, პინოციტოზი