მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამა საჯაროდ წარადგინა

14.02.2020 01:27

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა, 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამა საჯაროდ წარადგინა. პრეზენტაციის ფარგლებში, მერმა, ახალგაზრდული მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული პროგრამების შესახებ დამსწრე საზოგადოებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია; შეხვედრა მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა, რომელსაც ადგილობრივი ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მნიშვნელოვან პრიორიტეტს ახალგაზრდული საბჭოს შექმნა წარმოადგენს, რომელიც იქნება ახალგაზრდების ეფექტური მონაწილეობის მექანიზმი და სტრუქტურული დიალოგის ხელშეწყობი - თვითმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის; მუნიციპალიტეტი, ახალი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს, რომლის დასაფინანსებლად თვითმმართველობა 2020 წლის განმავლობაში დახარჯავს 60 000 ლარს. იდეების კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდებს, საინიციატივო ჯგუფებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს. მრავალფეროვანი პროგრამა, ასევე მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებს, როგორიცაა ლიდერთა სკოლა, საზაფხულო ბანაკები, მერის ჯილდო წარმატებულ სტუდენტებს და სხვა; http://marneuli.gov.ge/siaxleebi1/252...    • მარნეულის მუნიციპალიტეტმა  2020 წლის ...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

POSTV - მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამა საჯაროდ წარადგინა
01:05

POSTV - მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ახალგაზრდული პრო...

Municipality of Marneuli

TV - მაესტრო - მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამა საჯაროდ წარადგინა
00:55

TV - მაესტრო - მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ახალგაზრდ...

Municipality of Marneuli

TV - იმედი - მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ახალგაზრდული პროგრამა საჯაროდ წარადგინა
00:45

TV - იმედი - მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2020 წლის ახალგაზრდულ...

Municipality of Marneuli

მარნეულის მერმა 2020 წლის სოციალური პროგრამა წარადგინა
01:14

მარნეულის მერმა 2020 წლის სოციალური პროგრამა წარადგინა

Municipality of Marneuli

მკვლელობა მარნეულის მუნიციპალიტეტში
02:02

მკვლელობა მარნეულის მუნიციპალიტეტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება მარნეულის მუნიციპალიტეტში
06:21

ვითარება მარნეულის მუნიციპალიტეტში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება მარნეულში
04:19

ვითარება მარნეულში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება
01:58

მარნეულში დევნილი ოჯახებისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდებ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

ყველა ვიდეო