/ megrelianlanguage - შემოგვიერთდით მეგრული ენის გვერდზე!
გიგა ქავთარაძე
მეგრულიდან თარგმნა კობა ჭუმბურიძემ
ჩემი სხეულით ულაყს ვედარე
სული კი არის მისი მხედარი.
და არ ვასვენებ ამ ულაყს წამით,
ვხედნი და ვწაფავ დღისით თუ ღამით…
იწრთობა ხორცი, სული იცდება,
იკარხლება და ბობოქრობს ცხენი,
მე კი ჯიუტად კვლავ ფეხზე ვდგები,
მიწას ათასგზის დანანარცხები…
საღამოობით, ჩემი სხეული,
გამოფიტული, ქანცმილეული,
კვლავაც ჩემს სურვილს ემორჩილება
რადგან ასეთი შემომრჩა ნება…
როდესაც ღამეს, ვით უსურვაზი,
შეაცოცდება აისი ტანზე,
ახლდება რბოლა და მეორდება
ყალყზე დგომა და ძირს ჩამოგდება…
მეუბნებიან – დაბლა ჩამოდი,
დაგათენდება საცაა თავზე!
ენატრებაო ყანას მოროდი!
ჩემს შეჩერებას ცდილობენ ასე…
მბორგალ სულს ვერვინ დაადოს ხუნდი,
სულს, სხეულისთვის რომ მოუვლია,
ჩვენ ვწაფოთ იგი და ვისაც უნდა
ასემც უქნია გლინვით უვლია!
* * *
მეგრულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ
ჩემი სხეული შმაგი რაშია,
ზედ სული მიზის, როგორც მხედარი,
დღემუდამ ვხედნი დაუზარელს და
ვამჩნევ, რომ სული მაინც მხნედ არი.
აქ სული გადის მძიმე გამოცდას
და ყალყზე დგება ულაყი გზნებით,
ფეხქვეშ ბევრჯერ ვგრძობ მიწის გამოცლას,
მაგრამ უდრეკი, კვლავ, ფეხზე ვდგები.
საღამოსკენ კი, როცა ელფერი
ეცვლება, დაცლის სიმწრის ფიალებს,
ისე მოვდგები, როგორც შეჰფერის,
აღმა და დაღმა ვაწოწიალებ.
და როს ცისკარი, ღამეს კუნაპეტს
უსურვაზივით შეაცოცდება,
წინ გაიჭრება რაში უმალვე,
კვლავ დაიწყება ბრძოლა, ოცნება.
მეუბნებიან ვნებით დანაგულს:
-გათენდა, ქვემოთ ჩამოდი, აბა,
ვერ აცდებაო, მაინც, დანა გულს
და მომინდომეს აღვირით დაბმა.
ვინ შეაჩეროს სული მბორგალი,
როცა სხეული თვით ითხოვს შველას,
ჩვენ სული ვწაფოთ, სხვას რას დავეძებთ,
თუნდ, თავდაყირა უვლია ყველას.
მეგრული პოეზია,
მეგრული ლექსები,
მეგრული ლექსი
გიგა ქავთარაძე
მეგრულიდან თარგმნა კობა ჭუმბურიძემ
ჩემი სხეულით ულაყს ვედარე
სული კი არის მისი მხედარი.
და არ ვასვენებ ამ ულაყს წამით,
ვხედნი და ვწაფავ დღისით თუ ღამით…
იწრთობა ხორცი, სული იცდება,
იკარხლება და ბობოქრობს ცხენი,
მე კი ჯიუტად კვლავ ფეხზე ვდგები,
მიწას ათასგზის დანანარცხები…
საღამოობით, ჩემი სხეული,
გამოფიტული, ქანცმილეული,
კვლავაც ჩემს სურვილს ემორჩილება
რადგან ასეთი შემომრჩა ნება…
როდესაც ღამეს, ვით უსურვაზი,
შეაცოცდება აისი ტანზე,
ახლდება რბოლა და მეორდება
ყალყზე დგომა და ძირს ჩამოგდება…
მეუბნებიან – დაბლა ჩამოდი,
დაგათენდება საცაა თავზე!
ენატრებაო ყანას მოროდი!
ჩემს შეჩერებას ცდილობენ ასე…
მბორგალ სულს ვერვინ დაადოს ხუნდი,
სულს, სხეულისთვის რომ მოუვლია,
ჩვენ ვწაფოთ იგი და ვისაც უნდა
ასემც უქნია გლინვით უვლია!
* * *
მეგრულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ
ჩემი სხეული შმაგი რაშია,
ზედ სული მიზის, როგორც მხედარი,
დღემუდამ ვხედნი დაუზარელს და
ვამჩნევ, რომ სული მაინც მხნედ არი.
აქ სული გადის მძიმე გამოცდას
და ყალყზე დგება ულაყი გზნებით,
ფეხქვეშ ბევრჯერ ვგრძობ მიწის გამოცლას,
მაგრამ უდრეკი, კვლავ, ფეხზე ვდგები.
საღამოსკენ კი, როცა ელფერი
ეცვლება, დაცლის სიმწრის ფიალებს,
ისე მოვდგები, როგორც შეჰფერის,
აღმა და დაღმა ვაწოწიალებ.
და როს ცისკარი, ღამეს კუნაპეტს
უსურვაზივით შეაცოცდება,
წინ გაიჭრება რაში უმალვე,
კვლავ დაიწყება ბრძოლა, ოცნება.
მეუბნებიან ვნებით დანაგულს:
-გათენდა, ქვემოთ ჩამოდი, აბა,
ვერ აცდებაო, მაინც, დანა გულს
და მომინდომეს აღვირით დაბმა.
ვინ შეაჩეროს სული მბორგალი,
როცა სხეული თვით ითხოვს შველას,
ჩვენ სული ვწაფოთ, სხვას რას დავეძებთ,
თუნდ, თავდაყირა უვლია ყველას.
მეგრული პოეზია,
მეგრული ლექსები,
მეგრული ლექსი