„ჩარლი“ ნატო-ს რეაგირების ძალებს შეუერთდა

29.09.2018 01:04

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ჩარლის“ ასეული ნატო-ს რეაგირების ძალების  სრულუფლებიანი წევრია. ნატო-ს მეორე დონის შეფასების შემდეგ, ქართულ ქვედანაყოფს ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის  სერტიფიკატი მიენიჭა და 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ნატო-ს რეაგირების ძალების  შემადგენლობაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს.

შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, ასეულმა წარმატებით გაართვა თავი დასმულ ამოცანებს და სერტიფიცირება წარმატებით გაიარა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub