თავდაცვის მინისტრმა ნორიოს საწვრთნელი ბაზა მოინახულა

30.01.2015 01:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ IV მექანიზირებული ბრიგადის ნორიოს საწვრთნელი ბაზა მოინახულეს. მათ მასპინძლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ, IV მექანიზირებული ბრიგადისა და საწვრთნელი ბაზის ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს. საწვრთნელი ბაზის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის “ჩარლი“ ასეულის მონახულება გახლდათ. აღნიშნული ასეული ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე სწავლებას გადის, რის შემდეგაც ის პირველ ასეულს შეუერთდება, როგორც ნატოს სწრაფი რეაგირების (NRF) ძალების კომპონენტი. მინდია ჯანელიძემ ნორიოს საწვრთნელი ბაზაც დაათვალიერა, არსებულ სიტუაციას და სამხედრო მოსამსახურეთა პირობებს, ასევე, მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. თავდაცვის მინისტრი სამხედრო ბაზის ხელმძღვანელ პირებს გაესაუბრა. მან სწავლების პროცესი და ბაზის ინფრასტრუქტურა დადებითად შეაფასა.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა
01:15

თავდაცვის მინისტრმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეს ძალა უნდა აიკრძალოს - ირაკლი ღარიბაშვილის უმწვავესი განცხადება ნაც.მოძრაობაზე
03:30

ეს ძალა უნდა აიკრძალოს - ირაკლი ღარიბაშვილის უმწვავესი განცხ...

მარშალ პრესი

თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულა
00:22

თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში ქართველი სამხედროები მოინახულ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თავდაცვის მინისტრმა თანამშრომლებს 3 მარტი მიულოცა
01:11

თავდაცვის მინისტრმა თანამშრომლებს 3 მარტი მიულოცა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თავდაცვის მინისტრის განცხადება
02:07

თავდაცვის მინისტრის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თავდაცვის მინისტრის ანგარიში
05:13

თავდაცვის მინისტრის ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სამხედროების დაჯილდოება
00:46

სამხედროების დაჯილდოება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ხმა მისცა ქვეყნის განვითარების ოთხ წლიან გეგმას
01:57

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ხმა მისცა ქ...

TV Pirveli

ყველა ვიდეო