კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
11/15/2013
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მისაღებიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გამოაძევეს. ჟურნალისტი საგარეჯოს გამგებლისგან „ქართული ოცნების\" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელების ბრალდებებზე ვიდეოკომენტარს ითხოვდა. ინციდენტთან დაკავშირებით, საგარეჯოს გამგებელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა: გიორგი ლოლაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი, მდივნის გაფრთხილების მიუხედავად, რომ გამგებელი წინასწარი შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებდა, მაინც შეიჭრა მის სამუშაო ოთახში.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი შესაბამისი ორგანოებისგან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს. დიდი მცდელობის მიუხედავად, საგარეჯოს გამგებელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან მას მობილური გათიშული ქონდა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/18BdQdS