ქართულ სამეფო ოჯახში ქორწილია. ქრისტინე ძიძიგურისა და იოანე ბაგრატიონის ჯვრისწერა საქართველოში
სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქორწილი საქართველოშიც დიდი განხილვის თემა იყო, ახლა კი ჩვენი სამეფო ოჯახის წარმომადგენლები მოექცნენ ყურადღების ცენტრში. 4 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ პრინცესა ქრისტინე ძიძიგურმა და პრინცმა ხუან იგივე იოანე ბაგრატიონ მუხრანელმა ჯვარი სვეტიცხოვლის ტაძარში დაიწერეს. ეს არ არის კონკიას ამბავი, თუმცა ისტორია მაინც ზღაპარს ჰგავს. პრინცი ხუან იგივე იოანე ბაგრატიონი ესპანეთში გადასახლებული მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალია. ის ირაკლი ბაგრატიონის შვილიშვილი და ბაგრატ ბაგრატიონის ვაჟია, რომელიც თავის მხრივ ესპანეთის სამეფო კარის წევრი და მეფე ხუან კარლოსის ახლო ნათესავია. რაც შეეხება პრინცის დედას: მარია დელ კარმენ დე ულუა სუელვესი, ასევე ესპანეთის სამეფო შტოს წარმომადგენელია. ერთ დღესაც იოანე ბაგრატიონმა საქართველოს უკეთ შეცნობა და მეგობრების გაჩენა გადაწყვიტა, მისმა მეგობრებმა კი ქართველ პრინცესას, ქრისტიან დიორის პარფიუმერული ხაზის ერთ-ერთ სახეს, ქრისტინე ძიძიგურს დააკავშირეს, რათა ის პრინცს მეგობრების და კონტაქტების შეძენაში დახმარებოდა. ახლო მეგობრობა კი როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება სიყვარულში გადაიზარდა. წყვილმა 4 წლის წინ ესპანეთის ქალაქ რონდაში ხელი მოაწერეს. ქართული ტრადიციული ჯვრისწერა კი მათი შეუღლებიდან 4 წლის შემდეგ მოხდა. ________________________ Official Site - http://www.musicbox.ge/ MyVideo - http://www.myvideo.ge/?user_id=921478 Facebook - https://www.facebook.com/MusicBoxGeorgia Twitter - https://twitter.com/#!/musicboxge #MusicBox #News #სიახლეები
Music Box-ის სხვა ვიდეოები
"Music Box“ და "ფორტუნა +" -ის ერთობლივი პროექტი "...
რატომ არ მოხვდა ნინა სუბლატი X Factor 2017-ის ჟიურ...
სად შეგიძლიათ Stereo Express-ის და Stefan Biniak-ი...
სად შეგიძლიათ შეფუთოთ ორიგინალურად საჩუქრები - ქარ...
როგორ აფასებს ნინო ჩხეიძის რეპერტუარს მისი შვილი
100-ქულიანი მართვის მოწმობა - რამდენი ქულა დაგაკლდ...
ნეილბოქსი ადგილი, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა...
ჭორები რომლებზეც მთელი ფეისბუქი ლაპარაკობს
მსგავსი ვიდეოები
ბაგრატიონების სასამართლო პროცესი
TV IMEDI
„საქართველო ევროპულ ოჯახში"
Info Center on NATO \u0026 EU
უცხო ქვეყნის ქართველი მეფეები (ნაწილი #1)
ფაქტები საქართველოდან
სამეფო ოჯახი ქონებას ისევ ვერ იყოფს
TV IMEDI
რატომ უჩივიან დავით ბაგრატიონ მუხრანელს. დეტალები
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 8 ოქტომბერი, 2019 წელი
TV IMEDI
10 რამ, რის გამოც ესპანეთის იმპერია ყველა მის თანამედროვეს ე...
ისტორია - საინტერესო ფაქტები
გაიოზ მამალაძე - რესპუბლიკური მონარქია (მოკლედ)
Gaioz Gia Mamaladze