„საქართველო ევროპულ ოჯახში"
გადაცემათა ახალი ციკლი „საქართველო ევროპულ ოჯახში" ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში უკვე დაიწყო. პირველი გადაცემა 7 ნოემბერს 19:40 წუთზე გავიდა. უყურეთ პირველ გადაცემას და გაიგეთ მეტი საქართველოსა და ევროპის ურთიერთობების შესახებ, თუ რას წარმოადგენს ევროკავშირი, რა სარგებელი მოაქვს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესს, რა საერთო აქვს ქართულ და ევროპულ კულტურას, როგორ დგას ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ევროკავშირთან ურთიერთობების დროს და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ. გადაცემის სტუმრები არიან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთევან ჩაჩავა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დირექტორი და თავმჯდომარე არჩილ ყანჩაველი და მიხეილ მირზიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე და პროფესორი ოლივერ რაისნერი. პროექტი ხორციელდება ტელეკომპანია ერთსულოვნებისა და განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით. პროექტს, ასევე, მხარს უჭერენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
მსგავსი ვიდეოები
საქართველო ევროპულ ოჯახში
TV religia
საქართველო ევროპულ ოჯახში, 13 გადაცემა
TV religia
საქართველო ევროპულ ოჯახში - შემაჯამებელი გადაცემა
CDD
საქართველო ევროპულ ოჯახში, 14 გადაცემა
TV religia
საქართველო ევროპულ ოჯახში, 16 გადაცემა
TV religia
გადაცემათა ციკლი "საქართველო ევროპულ ოჯახში"
TV religia
გადაცემათა ახალი ციკლი "საქართველო ევროპულ ოჯახში"
Info Center on NATO \u0026 EU
ლია გიგაური გადაცემაში "საქართველო ევროპულ ოჯახში"
MES Georgia